რას ამბობს კალაძე კადიროვის მხარდამჭერ ჩიმაევთან მეგობრობაზე

თბილისის მერი ამბობს, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს და მოხარულია, რომ “ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს”. რაც შეეხება საკითხს, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერია, მერი ამბობს, რომ ის ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს.
„ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. ზოგადად, მე ადამიანებთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი,
ვინმესთან ვიმეგობრო თუ არა. ჩემთვის არის ადამიანობა პირველ რიგში. ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თუ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის ინსტაგრამ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს გადაღებული ფოტოები, კადიროვის გარდა, თუ მაგით ხელმძღვანელობთ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს