იურისტი, კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე:
❗️ რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს, (სხვათაშორის თვითონ არც დაესწრო):
✔️ განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი;
✔️ სამშენებლო მოედნად მიიერთა ბოტანიკური ბაღის 40,000 კვ.მ ტერიტორია (გაუცვალა ბაღს გამოუსადეგარ ნაკვეთში);
✔️ ვითომ კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობისთვის მოიჭრა 800-ზე მეტი ხე და შემდგომ, ეს გაჩეხილი ტერიტორია გადასცეს ივანიშვილს სამშენებლოდ. გზა სხვა ტრაექტორიაზე აშენდა;
✔️რაც შეეხება სასტუმროს, რომელიც დღეს იხსნება, პროექტით გათვალისწინებული 33,843 კვ.მ-ის ნაცვლად უნებართვოდ ააშენა 46,540 კვ.მ (ანუ 12,697 კვ.მ-ით მეტი); მათ შორის, მხოლოდ სასტუმროს ნომრები უნებართვოდ ააშენა 5,485 კვ.მ-ით მეტი, რაც მილიონობით ლარის მეტი შემოსავალია მისთვის;
✔️ მანამდე, ამავე ტერიტორიაზე 2023 წელს მერიას ექსპლუატაციაში მიაღებინა ,,გოლფ კლუბი”, სადაც პროექტით გათვალისწინებული 12,901 კვ.მ-ის ნაცვლად, ააშენა 19,491 კვ.მ (ანუ 6,590 კვ.მ-ით მეტი).
✔️❗️ ვითომ ,,გოლფ კლუბი” სინამდვილეში მისი ახალი რეზიდენციაა, სადაც ცხოვრობს.
✔️ და ეს ყველაფერი გააკეთა კომპანიებით, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ”-ს საკუთრებაა. ანუ ქველმოქმედების საფარქვეშ, ,,გოლფ კლუბად” ააშენა საკუთარი საცხოვრებელი რეზიდენცია
❗️ალბათ მათ შორის ამიტომაცაა, რომ 2021 წლიდან ანუ უკვე 4 წელია კანონის უხეში დარღვევით არ ქვეყნდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუ”-ს ანგარიშები.
P.S. აღარაფერს ვამბობ, კოჯრის გზატკეცილზე დაწყებულ და მიტოვებულ მშენებლობებზე, სადაც ისტორიული ლანდშაფტის ნაცვლად, ახლა თბილისელები და ტურისტები მიტოვებულ ბეტონის ნაგებობებს უყურებენ.
