“რასისტი არასდროს ვყოფილვარ, ჟესუსმა არასწორად გაიგო… მათ მე დამამაცირეს” – აჩერბის პირველი კომენტარი სკანდალის შემდეგ

რამდენიმე კვირის წინ “ინტერისა” და “ნაპოლის” მატჩში, ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როგორც ბრაზილიელმა განაცხადა, იტალიელმა მას “ნიგერი” უწოდა.
ამის გამო, აჩერბი იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებიდან მოკვეთა.
ფრანჩესკომ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟესუსისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია და თავს დამცირებულად გრძნობს.
“რასისტი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი კერპი ჯორჯ ვეა იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც დამირეკა, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ჩემი გამართლების შემდეგ გარშემომყოფები ისე მექცევიან, თითქოს ციხიდან გამათავისუფლეს.
ჟესუსის საწინააღმდეგო
არაფერი მაქვს, თუმცა სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებ და ვინმეს რასისტს უწოდებ, კარგად უნდა დაფიქრდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მოვკალი. მე და ჩემი ოჯახი ძალიან დაგვამცირეს”, – განაცხადა აჩერბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში