ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
განცხადებასთან ერთად იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ფოტოსაც ავრცელებს.
„შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან. ქართული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო!“, – წერს ევროპარლამენტარი.
