რასა იუკნევიჩიენე: “ქართული ოცნება” მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს აძლიერებს – არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს

“ქართული ოცნება” მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავის რეპრესიებს აძლიერებს, ევროპარლამენტმა განსაზღვრა ევროკავშირმა როგორი პასუხი უნდა გასცეს. ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ქართული ოცნება” მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავის რეპრესიებს აძლიერებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა თაღლითურ “საბოტაჟის” გამოძიებაზე დაყრდნობით, დემონსტრანტებისთვის საბაზისო დაცვითი აღჭურვილობის მიცემისთვის. ევროპარლამენტმა განსაზღვრა ევროკავშირმა როგორი პასუხი უნდა გასცეს. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს”,- წერს იუკნევიჩიენე.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა