რასა იუკნევიჩიენე – ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ

ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოვუწოდებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროკომისიას, გაიგონ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის აგრესიული რუსეთის იმპერიის მიმართ ევროპული წინააღმდეგობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეპშტეინის ფაილებში” მოხსენიებული ჩეჩენი ბიზნესმენი უმარ ჯაბ­რა­ი­ლო­ვი გარდაცვლილი იპოვეს, დაკრძალვას მისი არც ერთი შვილი არ დასწრებია – “ფუფუნების სიმბოლო მარტოობასა და ვალებში ცხოვრობდა”