საჭიროა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც იუკნევიჩიენე აღნიშავს, “სასწრაფოდაა საჭირო საერთაშორისო ქმედებები 29 დეკემბრამდე, მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად”.
“საქართველოს მეგობრების” ქსელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით პირველი შეხვედრა გამართა, რომელიც ჩვენ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად დავაინიცირეთ.
ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან პარლამენტარებისა და ექსპერტების კოალიცია გაერთიანებულია, რათა დაეხმაროს ქართველებს მათი დემოკრატიული ხმისა და ევროპული გზის დაბრუნებაში.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია.
ექსპერტებმა ახსენეს, რომ მძიმე რისკი არსებობს: ოლიგარქის მიერ კონტროლირებად პრეზიდენტს შეუძლია სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს, ის დააკავოს და ხალხის პროტესტი ჩაახშოს.
სასწრაფოდ საერთაშორისო ქმედებებია საჭირო 29 დეკემბრამდე, მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად.
საკვანძო ნაბიჯები:
– ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უარყოფა, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგ ახალ არჩევნებამდე;
– თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნებისთვის ძალისხმევის გაწევა;
– ბიძინა ივანიშვილისა და მათი სანქცირება, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს;
– სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით.
ქართველები ფეხზე დგებიან და რეჟიმი სუსტია. ეს კრიტიკული მომენტია. ევროპის სოლიდარობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდით დავეხმაროთ საქართველოს თავის ევროპულ გზაზე დარჩენაში!” – წერს იუკნევიჩიენე.