რასა იუკნევიჩიენე: საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა

ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო – ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, ვხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას და აღიარებენ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაფერისი დამთხვევაა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას იმავე საღამოს განვიხილავთ, როგორც ბელარუსს. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო – ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებსა და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ს პატიმრებზე?..

ევროპარლამენტის წევრებისა და ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. გვესმის, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის ხედვებს. ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ,” – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ “საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო [2025 წლის ადგილობრივი არჩევნები] არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს” და ევროპარლამენტარებს რეზოლუციაში ამის შესახებ შესწორების მხარდაჭერა შესთავაზა, ისევე როგორც მზია ამაღლობლის შესახებ შესწორების.

“საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა. უვიზო მოგზაურობა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევა და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.