რასა იუკნევიჩიენე – საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – მათ უნდა აირჩიონ, სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ “რუსკი მირის”

ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან, შემოდგომაზე ქართველებმა უნდა აირჩიონ სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ “რუსკი მირის” გზას. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან.საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ “რუსკი მირის” გზას.პრეზიდენტი ს სიტყვებით, “ქართული ოცნების” პარტია რეალურად ნამდვილი ქართული კოშმარია. ქართველებმა ყურადღებით უნდა აირჩიონ,” – წერს იუკნევიჩიენე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ