რასა იუკნევიჩიენე – როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები და ვითარება მეგრძნო

როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა.
“ეს ერთ-ერთი ჩემი შეხვედრაა აქ ერთდღიანი მოკლე ვიზიტის პერიოდში დან სახლისკენ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტში, მუდმივი მომხსენებელი ვარ საქართველოზე. [მნიშვნელოვანი იყო] მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო.
პირველ რიგში, შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ელჩებთან, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე ოპოზიციიდან პოლიტიკოსებთან და ასევე მექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას