რასა იუკნევიჩიენე – ვიმედოვნებ, ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ – იმედი მაქვს, ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ ანგარიშს

მიხარია, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის გარდა, რომლებიც ყოველთვის პრორუსულები არიან, ყველა სხვა ჯგუფი, რომელმაც დღეს ისაუბრა, ევროპული საქართველოს მხარესაა. მადლობა ამისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასაც იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში დასკვნით სიტყვაში განაცხადა.
ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს.
„ქალბატონო კომისარო [მარტა კოს], ვიცი, რომ თქვენც ქართველი ხალხის მხარეს ხართ. ვიმედოვნებ, რომ ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ.
[ევროკავშირის საბჭოს] დანიის თავმჯდომარეობას მივმართავ, ინიციატივა აიღონ ქვეყნების გასაერთიანებლად, როგორც მინიმუმ მსურველი ქვეყნების, რათა ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე ახალი, თავისუფალი და სამართლია არჩევნებისთვის. ეს არის საქართველოს დახმარების ერთადერთი გზა”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ და დასძინა: „მადლობა ყველას. იმედია მაქვს, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ ამ ანგარიშს“.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, ხვალ კი კენჭი ეყრება ანგარიშს საქართველოს შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)