ევროკავშირმა სწრაფად უნდა დაუწესოს სანქციები კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ სწრაფად უნდა დაუწესოს სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლისთვის, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს.
ეს დაყოვნების გარეშე უნდა მოხდეს, როგორც ამას ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია მოითხოვს”, – წერს იუკნევიჩიენე.