რასა იუკნევიჩიენე – ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე საუბარი ძნელია – უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

გაყალბებული საპარლამენტო ს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ, ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე საუბარი ძნელია , – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„თეორიულად ანგარიშის მიზანია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შეფასება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნის პროგრესად განვიხილავთ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ, პროგრესზე საუბარი ძნელია.
საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დე ფაქტო შეჩერებულია. „ქართული ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, ანადგურებს ღირებულებებს, რომელზედაც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლობა და აქტიურად უტევს ევროკავშირს მტრულად განწყობილი რიტორიკითა და დეზინფორმაციით. ამის საპირისპიროდ ათასობით ქართველი აგრძელებს ყოველ დღე ქუჩებში გამოსვლებს და იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
მისი თქმით, ანგარიშის თავდაპირველი პროექტი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო სამ რეზოლუციას ემყარება.
„ძირითადი პუნქტები შემდეგია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას, რომელმაც დასასრულს 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით მიაღწია. ჩვენ უარს ვაცხადებთ თვითდანიშნული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებაზე. ვგმობთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობას“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
მისი განცხადებით, კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება წარმოადგენს.
„ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს მნიშვნელოვანი როლი აქვს და მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრია, რათა საქართველოსთან ურთიერთობას გადახედოს. სამწუხაროდ, წევრი ქვეყნების საპასუხო რეაქცია, რამდენიმეს გარდა, მათ შორის საბჭოსა და კომისიის რეაქცია არაადეკვატური იყო. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება წევრი ქვეყნების მხრიდან სასწრაფო და კარგად კოორდინირებული სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ს წინააღმდეგ. მეორე, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. მესამე, ჩვენ უფრო მნიშვნელოვნად უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენი წესების მიხედვით, ანგარიშის საწყისი პროექტი მოცულობით შეზღუდულია. უახლოეს კვირებში გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო დავაზუსტოთ ჩვენი პოზიცია და ცვლილებები წარვადგინოთ. გულწრფელად რომ გითხრათ, დასამატებელი ბევრი არ არის, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.