რასა იუკნევიჩიენე „გრანტების შესახებ“ კანონზე – ეს რეპრესიაა, ლუკაშენკოს სამოქმედო სახელმძღვანელოდან – სანქციები უნდა დავაწესოთ, საქართველოს მიმართ პოლიტიკას გადავხედოთ და ახალი ს დანიშვნა მოვითხოვოთ

საქართველო ავტორიტარიზმში უფრო ღრმად ეშვება, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ახალი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო, საერთაშორისო დონორებს აიძულებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა მთავრობისგან მიიღონ. ევროკავშირის დახმარება და საგარეო დახმარება დამოუკიდებელ ხმებამდე ვერ მიაღწევს, თუ ამას ის რეჟიმი არ დაამტკიცებს, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
მისი თქმით, მიზანს „დემონსტრანტების დასჯა, კრიტიკული მედიის ჩახშობა და მხოლოდ რეჟიმისადმი კეთილგანწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება“ წარმოადგენს.
„ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქმე გამჭვირვალობას ეხება, სინამდვილეში კი ეს რეპრესიაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სამოქმედო სახელმძღვანელოდან. ბანკები იძულებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პერსონალური მონაცემები გასცენ – „დივერსიის“ ყალბი ბრალდებებით. რეჟიმი ამის გასამართლებლად მიტაცებულ სასამართლოებს იყენებს“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირს მიმართავს და აცხადებს, რომ „არ შეიძლება ეს პასუხის გარეშე დარჩეს“.
„ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, განვახორციელოთ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი ს დანიშვნა მოვითხოვოთ. „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ბელარუსად გადაქცევის უფლებას ვერ მივცემთ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ