რასა იუკნევიჩიენე – არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს – ამჯერად ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახლეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არსებულ სიტუაციაზე

ევროპარლამენტარის და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიეს განცხადებით, სანქციები არა მარტო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ სხვებსაც უნდა დაუწესდეს, რომლებიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლები არიან.
ევროპარლამენტარმა სანქციებზე საუბრისას ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც სასანქციო სიაში უნდა შევიდნენ.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად, ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახლეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრ ზე, თბილისის მერ ზე, მმართველი პარტიის გენერალური მდივანზე, პარლამენტის სპიკერზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და სხვებზე”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომლის კომენტარის თარგმანი „მთავრი არხს“ ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია