რასა იუკნევიჩიანე – ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება – კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია

მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
„მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ „კრემლის ოცნების“ „ს ოცნების“ პარტიას ეძახის. მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი – ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის , მეორე – „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, საქართველოში ძალადობა ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძლიერდება.
„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გახარია სასტიკად სცემეს, თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ს, წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი , ყოველგვარი დაყოვნების გარეშე“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.