რასა იუკნევიჩიანე – საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას

სამწუხაროა, რომ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის არა პროგრესი, არამედ უზარმაზარი დაცემა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერიდან სასტიკ ავტოკრატიამდე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი მიიღეს.
„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდო პრორუსულის მთავრობით ერთი გასროლის გარეშე. მოხსენებაშია საუბარია გაყალბებულ არჩევნებზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.