რასა იუკნევიჩიანე: „ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია

ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემთხვევაშია შესაძლებელია.
„კრემლის დახმარებით, კორუმპირებული ოლიგარქიები ცდილობენ მიიტაცონ ძალაუფლება თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში.
საქართველო არაა გამონაკლისი. ევროკავშირში ნათლად უნდა ვთქვათ – არჩევნები არ იყო დემოკრატიული, მათ ვერ ვაღიარებთ. ოცნებას არ მოუგია. უნდა მოვუწოდოთ, საერთაშორისო გამოძიებისკენ. კანდიდატის სტატუსი გაყინულია და ასეც დარჩება. თავიდან უნდა შევაფასოთ, არის თუ არა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ვიზალიბერალიზაცია. ამას მწუხარებით ვამბობთ.
ევროკავშირის წევრობა არ შეესაბამება ოლიგარქიულ სისტემას. უფრო ნათლად რომ ვთქვა, ეს მხოლოდ შესაძლებელია ქვეყნის დებიძინიზაციის შემდეგ“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია