თბილისში ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.
“ბიძინა ივანიშვილის ციხეებში – სტუდენტები, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მრავალი სხვა უბრალოდ იმიტომ არიან, რომ ისინი დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ”, – წერს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, სურდათ შეხვედრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელთანაც, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მისცა.
„გვინდოდა შეხვედრა პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა. არ გაგვკვირვებია“, – წერს ევროპარლამენტარი.
