რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, 2-3 წლის და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი

რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, 2-3 წლის და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან შეაფასა -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მდინარაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება, ამის გამო ამუნათებდნენ.
„გახსოვთ კამპანია, რომელიც ფინანსდებოდა უდიდესი თანხებით, ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა იმაში, რომ დასამუნათებელი ამბავი ყოფილიყო იმასთან მიახლოებული განცხადებაც კი, რასაც დღეს ოფიციალურ დონეზე საუბრობს.
რასაც დღეს ამერიკელები და მათი ლიდერები საუბრობენ, 2-3 წლისა და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი. სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს, რაც არ უნდა კამპანია დაალაგო და შეფუთო, არ არსებობს, რომ სიმართლემ თავისი გზა და კვალი არ იპოვოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დონალდ ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე კიევის არმიწვევის გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა: „სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას