“რასაც გაფრთხილებდით, აქტივისტის მოწამვლის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა” – დომენიკ მანგო

ბლოგერი, დომენიკ მანგო:
რასაც გაფრთხილებდით. აქტივისტის მოწამვლის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებამ სიკეთით ისარგებლა და ესეც მავნებლობისთვის გამოიყენა.
გაფრთხილება აქციის ყველა მონაწილეს: არ დალიოთ სხვისი მოწოდებული წყალი, რომლის თავსახურიც მონახსნელია ან ბოთლზე შეინიშნება ნემსის ნახვრეტი; კარგად შეამოწმეთ ბოთლი ან საუკეთესო შემთხვევაში თქვენი წყალი იქონიეთ. არ მოწიოთ ვინმეს მიერ მოწოდებული სიგარეტის ღერი, შეეცადეთ მწეველებმა იქონიოთ იმდენი სიგარეტი, რომ არ დაგიმთავრდეთ აქციის განმავლობაში. არ გაეკაროთ ვინმეს მიერ მოწოდებულ ისეთ საკვებს, რომელიც არ არის პაკეტში ან არ არის პაკეტის მთლიანობა შენარჩუნებული. არ უნდა იყოს განახსნელი ან არ უნდა ქონდეს მცირე ნახვრეტიც კი. შეეცადოთ იქონიოთ თქვენი საკუთარი საკვები, რომლითაც თავს დაინაყრებთ აქციის მიმდინარეობის განმავლობაში. ჩემს გვერდზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ფსიქოტროპული ან/და სხვა დამათრობელი ნივთიერებების შეძენა მოხდა სხვადასხვა აფთიაქებიდან. მაქსიმალურად მოერიდეთ ყველაფერს, რაც წარმოადგენს თქვენზე ზემოქმედების საშიშროებას წყლის, სიგარეტის ან საკვების გზით.
ძალა ერთობაშია ვიბრძოლოთ აზროვნებით.