,,რასაც ახლა ისრაელი აკეთებს სირიაში, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში“ – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა :
,,რასაც ახლა აკეთებს სირიაში, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში.
ძალიან საშიში და მიუღებელი პრეცედენტია, როდესაც ეჭვქვეშ დგება ცივი ომის დასასრულის მდგომარეობით არსებული საზღვრები, როდესაც უფრო ძლიერი სახელმწიფო უფრო სუსტს სეპარატისტულ ანკლავს უქმნის და კიდევ უფრო მეტი – ბომბავს სახელმწიფო მეთაურის შენობას. ეს ჯერჯერობით პუტინსაც არ გაუკეთებია.
პუტინს ნატოს ჯარები არ უნდა მეზობლად, ნეთანიაჰუს – სირიის. ვიღაცას კიდე რაღაც არ მოუნდება და ეს იქცევა ნორმად.
ამ ყველაფრის ნორმალიზება ძალიან ცუდი ფორმით დაგვიბრუნდება საქართველოშიც, როგორც კოსოვოს აღიარების ფასი გარკვეულწილად ჩვენც გადავიხადეთ.
ეს შემთხვევა ძალიან განსხვავდება ირანისა და პალესტინის შემთხვევებისგან. ირანის რეჟიმი მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით არის ტერორიზმის სპონსორი და ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის ისრაელს. ამას არც მალავს.
პალესტინელებმა 1948 წლიდან მოყოლებული უარი თქვეს ორი სახელმწიფოს შექმნაზე, არ აღიარებენ ისრაელის არსებობას, ჩაებნენ ომში და აგებენ ამ ომს.
სირიის ახალ პრეზიდენტს, აჰმედ ალ შარაას, ჯერჯერობით, არც ისრაელის განადგურება დაუსახავს მიზნად, არც ბოროტების ღერძის სახელმწიფოებთან შეუკრავს კავშირი და, მიუხედავად თავისი წარსულისა, არც ტერორიზმის სპონსორად პოზიციონირებს. მას აქვს საკმაოდ ლეგიტიმური მიზანი – აღადგინოს კონტროლი და ტერიტორიული მთლიანობა სირიის მთელს ტერიტორიაზე. იმისთვის რომ დრუზები არ გაჟუჟონ, 21-ე საუკუნეში, საჭიროა უმცირესობათა უფლებების შესახებ არსებული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა, საერთაშორისო ორგანიზაციებში მოლაპარაკება, საერთაშორისო მისიების გაგზავნა და არა სამთავრობო კვარტლებზე ბომბების დაყრა. როგორც ჩანს, თელ ავივში კარქა გვარიანად დაკარგეს ზომის და წონის განცდა.”
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სირიის დედაქალაქ დამასკოში საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ იერიში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მიიტანეს. იერიშის ფარგლებში დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა.