“რასაკვირველია, ვგმობთ” – სარჯველაძე ბიჭვინთაზე

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ქართული ოცნება ყოველთვის შეურიგებელი იქნება და დაგმობს ნებისმიერ აქტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან თავსებადი არ არის.
ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ს დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების სთვის გადაცემაზე გადაწყვეტილებას.
“ქართული ოცნების პოზიცია იმთავითვე ცნობილია, მკაფიოდ გაცხადებულია და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურიგებელი ვიქნებით და რასაკვირველია, ვგმობთ ნებისმიერ აქტს, რომელიც არ არის თავსებადი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, იქნება ეს ფაქტობრივი ანექსია, იქნება ეს ოკუპაცია, იქნება ეს ნებისმიერი აქტი, რომელიც დეიურე თუ დე ფაქტო ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება რუსეთის მხრიდან, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიასთან მიმართებაში, არის, რა თქმა უნდა, დე იურე და დე ფაქტო კანონგარეშე აქტი”, – ამბობს სარჯველაძე.
მისი თქმით, “კატეგორიულად მიუღებელია დამოკიდებულება”, რომ ქართული ოცნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის დუმს.
“ეს [დამოკიდებულება] პირველივე დღიდან, რაც ხელისუფლებაშია ქართული ოცნება, თქვენთვის იმთავითვე გადასარევად ცნობილია. ამიტომ, ნუ ეძებთ ამის მიღმა კონსპირაციებს”, – ასე მიმართა მან ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ დუმს ოცნება ყოველთვის, როცა რუსეთი ახალ პროვოკაციებს აწყობს.
***