ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ჰონგ-კონგის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) იუსტიციის მინისტრს, ლამ ტინგ-კვოკ პოლს და გენერალურ პროკურორს, იანგ მეი კეი მეგს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – გიორგი ბაღდავაძე, მამხილებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი – დიმიტრი ტორაძე, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი – ლაშა კილაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი – დავით სიმონია და ანალიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – რევაზ ლაღიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
