რაჟდენ კუპრაშვილი ტაჯიკეთის სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს გენერალურ დირექტორს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს გენერალურ დირექტორს სულტუნზოდა სულაიმონ საიდს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის მხარემ აღნიშნა, საქართველო რეგიონში „კორუფციის დაბალი დონით” პირველ ადგილს იკავებს, შესაბამისად მათთვის საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სამუშაო ვიზიტსა და მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნეიტრალური საქართველო“ – ქართველმა ხალხმა პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!

უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები