მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი – მონიტორინგში არ მოხვედრილა ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ახსოვს, თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია მოხვდა თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში. რაც შეეხება კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ მაღალჩინიოსანს, კუპრაშვილი აცხადებს, რომ რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში ანტიკორუფციულმა ბიურომ დარღვევები 2023 წელს გამოავლინა.
„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ის, რაზეც მას აქვს კომპეტენტური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაცია… შეიძლება ჩვენგანაც ჰქონდეს ინფორმაცია, იმ ჩვენი ანგარიშებიდან.
მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის. მათ დეკლარაცია სრულიად მოდის თანხვედრაში…
2023 წლის მონიტორინგში მოხვდა ბატონი რომეო მიქაუტაძე და ჩვენი მხრიდან უარყოფითად იქნა შეფასებული მისი ქონებრივი დეკლარაცია.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს – თუ მოხვდებოდა ბატონი თორნიკეს დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში, შესწავლილი იქნება. ასე ზეპირად არ მახსოვს ყველას დეკლარაცია
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს – არ მოხვედრილა მონიტორინგში.
როცა კანდიდატი დეკლარაციას წარმოადგენს, კანდიდატი დეკლარაციის საჯაროობა არ ხდება და შესაბამისად ეს დეკლარაცია როცა გამოითხოვეს ჟურნალისტებმა, ეს მივაწოდეთ ჩვენ მას და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. არაფერი საეჭვო არ არის მის დეკლარაციებში.