რაჟდენ კუპრაშვილი – დავუკავშირდით ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოვიკვლიეთ და დადასტურდა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობა არ შესთავაზეს

ჩვენ მოვიკვლიეთ, დავუკავშირდით ყველა პოლიტიკურ პარტიას და დადასტურდა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ შესთავაზეს ამ ფესტივალში მონაწილეობა, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, როგორი შინაარსითაც იყო პლატფორმა წარდგენილი, იმ შინაარსით არ წარმართულა.
„ქართულ ოცნებას“, რომ მიმართეს ეს ჩვენთვის გამოსავალი არ არის, ძალიან ბევრ სხვა პარტიას არ მიმართეს, ეს წარმოებაშიცაა მოცემული. პლატფორმა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის იყო შემოთავაზებული, იმ შინაარსით არ წარმართულა. ყველა მტკიცებულება არის მოცემული. აქ მთავარია ის, რომ ყველა პარტიას მისცემოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ ფესტივალში. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)