რაჟდენ კუპრაშვილი ავსტრიის ელჩს საქართველოში, რობერტ გერშნერს შეხვდა

8 აგვისტოს, „ანტიკორუფციული ბიუროს” უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ავსტრიის ელჩს საქართველოში, რობერტ გერშნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ანტიკორუფციული ბიურო” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა, ასევე „ფარას” და „გრანტების შესახებ” კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონის უზენაესობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის თანმიმდევრული და სამართლიანი აღსრულება არის დემოკრატიის აუცილებელი სტანდარტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამართლიან და გამჭვირვალე პროცესებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შეხვედრის ბოლოს, მხარეები ორმხრივ თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ერვინ კიუნცი – მრჩეველი და გიორგი ბაღდავაძე – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…