რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა

ავსტრიის ნაკრების ნაკრების მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ახსნა, რის ხარჯზე მოიგო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა.
„იცით, ამდენი ფულის დახარჯვის შემდეგ, რატომ გახდა პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? ისინი 10 თუ 15 წელი ბევრ ფულს ხარჯავდნენ. და ახლა მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. აღარც მბაპეა, აღარც მესი, აღარც ნეიმარი და უეცრად ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. შემთხვევითობაა? არა. მათ ეს გზა გაიარეს.
მაგალითად კვარაცხელია შეიძლება მოვიყვანოთ, მან როდესაც ანგარიში 4:0 იყო, მატჩის დასრულებამდე კი 20 წუთი რჩებოდა, ბურთის დასაბრუნებლად ისევ გაირბინა 60 მეტრი. არასოდეს მინახავს მსგავსი რამ ნეიმარს, მესის ან მბაპეს გაეკეთებინოთ. აი, ამაშია ამ გუნდის სიძლიერე“, – ციტირებს რანგნიკს კატალონიური „სპორტი“.
“ლეიკერსის” საჩუქარი ხვიჩას – პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში