რამშტაინის შემდეგ შეხვედრაზე ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს

გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის დახმარების საკოორდინაციო მორიგი შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენს თავის „გამარჯვების გეგმას“, – იტყობინება Reuters-ის სააგენტო, რომელიც ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, შეხვედრა გაიმართება 12 ოქტომბერს.
„ჩვენ წარვადგენთ გამარჯვების გეგმას, მკაფიო, საგანგებო ნაბიჯებს ამ ომის სამართლიანი დასრულებისთვის“, – წერს ზელენსკი.
, რომელიც მეზობელ – ბევრად დიდ რუსეთთან ათასი დღეა ომს აწარმოებს, ბოლო თვეებში მიანიშნებს ომის დასრულების გეგმის თაობაზე. ამ გეგმის დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როცა ზელენსკი -ში იყო, მან ის გააცნო -ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, გეგმა შეიცავს „არაერთ პროდუქტიულ ნაბიჯს“, რომლებშიც აშშ უკრაინას მხარში დაუდგებოდა.
თუმცა, გაზეთი Wall Street Journal-ი ამერიკელ ანონიმურ მოხელეზე დაყრდნობით, წერდა, რომ გეგმა შეიცავს ბევრჯერ გამოთქმულ თხოვნას, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი, მოუხსნან კიევს შორს მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა და, რომ მასში არ არის კომპლექსური სტრატეგია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა