„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
„მომავალ კვირას ჩვენი 30-ე შეხვედრა გაიმართება. მთელ ჩვენს ძალისხმევას ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ნატო-ს სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მივმართავთ“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ შეხვედრა ლონდონში 9 სექტემბერს ჩატარდება.
დღეს, კიევში ვიზიტის ფარგლებში ჯონ ჰილიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთად თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ