რამინ შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

რამინ შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!
ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა.
რამინ შამილიშვილმა ატაცში სამივე ცდა 106/109 /111 წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი მედალი მოუტანა.
შამილიშვილმა აკვრაში დაძლეული 126/130 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცეჩემპიონობა იზეიმა.