რამზან კადიროვი უკმაყოფილოა, რომ თავდაცვის სამინისტრომ არ მიანიჭა ახალ ჯავშანმანქანებს „ახმატმობილის“ სახელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეეცადა არ მიენიჭებინა მოდერნიზებული ჯავშანმანქანების ახალი სერიისათვის „ახმატმობილის“ სახელი, როგორც ამას ჩეჩნეთის მმართველი რამზან კადიროვი ითხოვდა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ამის შესახებ რამზან კადიროვმა ს სახელმწიფო ტელეარხ „როსია 1-ის” ეთერში ილაპარაკა. პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ მან პირადად მიიღო მონაწილეობა ახალი მოდელის შემუშავებაში.
სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხში“ შემავალი, ურალის ქარხანა „რემდიზელის“ ბაზაზე ახალი ჯავშანმანქანების პროექტირებაზე მუშაობა 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყო. ამაზე მუშაობა, რამზან კადიროვის თქმით, საწარმოს გენერალურ კონსტრუქტორ, იგორ ზახარევიჩთან მუშაობა, პირადად მისი რეზიდენციის ეზოში მდებარე ფანჩატურში მიმდინარეობდა.
კადიროვის ამტკიცებს, რომ მისი იდეა მანამდე არსებული ჯავშანმანქანა “ტაიფუნის” არა მხოლოდ სახელის შეცვლას, არამედ სრულ ცვლილებას ითვალისწინებდა.
„მოვილაპარაკეთ, რომ მანქანებს „ახმატ-მობილს“ დავარქმევდით, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ იეჭვიანა და შეეცადა სახელი მოეშორებინათ“, – განაცხადა კადიროვმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება „როსტეხის“ ხელმძღვანელს, ვლადიმირ პუტინის მეგობარ, სერგეი ჩემეზოვს შეეძლო მიეღო.
რამზან კადიროვის მტკიცების მიუხედავად, ქარხანა „რემდიზელის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ზახარევიჩმა მოდიფიკაციას უწოდა „უმნიშვნელო ცვლილება“, რომელიც ჯავშანმანქანის დამცავ სტრუქტურას შეეხო.
30 ივლისს სერგეი ჩემეზოვმა პუტინს მოახსენა, რომ ამ დროისთვის ქარხანამ დაახლოებით ათასი მოდიფიცირებული ჯავშანმანქანა გამოუშვა, ხოლო პირველი 10 მანქანა, ჩემეზოვის თანახმად, ჩეჩნურმა დანაყოფებმა საჩუქრად მიიღეს.
ამავე დროს, 2022 წლის ივლისში, როდესაც ჩეჩნეთში პირველად აჩვენეს ჯავშანტექნიკა, რამზან კადიროვი აცხადებდა, რომ ისინი “სამხედროების საჭიროებებისთვის შეიძინეს.”

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, ერთი მანქანის ღირებულება 17-18 მილიონი (დაახლოებით 260 ათასი დოლარი) რუბლს შეადგენს.
· რუსეთი ჩეჩნეთში შექმნილ სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატს“ იყენებდა ე.წ. წმენდის ოპერაციისთვის უკრაინის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში
· კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებულ ომს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?