რამზან კადიროვი რუს ოლიგარქს სისხლიანი ანგარიშსწორებით დაემუქრა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ს ფედერაციის საბჭოს წევრს, მილიარდერ სულეიმან კერიმოვს სისხლიანი ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კადიროვმა მოითხოვა, რომ დაღესტნელმა სენატორმა დაამტკიცოს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის მკვლელობის დაკვეთასთან მას კავშირი არ აქვს. ასევე კადიროვი დეპუტატებს ბეკჰან ბერახოევს და რიზვან ყურბანოვს დაემუქრა, რომლებიც არიან დეპუტატები ინგუშეთიდან და დაღესტნიდან.

„არსებობენ მოწმეები, ადამიანები, რომლებსაც მათ მიმართეს და ეკითხებოდნენ, თუ რამდენად შეუძლიათ მკვლელობის დაკვეთის შესრულება“, – განაცხადა კადიროვმა ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე.

კადიროვი ასევე გამოეხმაურა მოსკოვში, კომპანია Wildberries-ის ოფისში 18 სექტემბერს მომხდარ ორმხრივ სროლას, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. რამზან კადიროვმა ამ ფაქტს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ხალხებს შორის დაპირისპირების გაღვივების მცდელობა უწოდა. მისი თქმით, პრეტენზიები, რომელიც სროლაში მონაწილე კადიროველების მიმართ ისმის, პირადად მასთან უნდა გადაამისამართონ.

ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის ოფისში მოკლული დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის, წარმოშობით ინგუშეთიდან, ნათესავები, მას სისხლიანი შურისძიებით ემუქრებოდნენ. კადიროვი ამბობს, რომ ის „იფიქრებს თუ რა უქნას ამ ადამიანებს“.

სულეიმან კერიმოვი და ბეკჰან ბარახოევი კომპანიების, Wildberries-ის და Russ-ის გაერთიანებას მხარს უჭერდნენ. ამ შემთხვევაში კომპანიის მეპატრონე რუსი ბიზნესმენი ტატიანა ბაკალჩუკი ხდებოდა. რამზან კადიროვი კი ტატიანას ყოფილი ქმრის, ვლადისლავ ბაკალჩუკის მხარეს გამოდიოდა და მისთვის კომპანიის დაბრუნების პირობა დადო. კონფლიქტს 18 სექტემბერს Wildberries-ის ოფისში სროლა მოჰყვა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას