რამდენ ხანში ერთხელ და რა შემთხვევებში უნდა გადააყენო ვინდოუსი? – რჩევები

ჩემი მეგობარი არქიტექტორია და ხშირ შემთხვევაში სახლიდან უწევს მუშაობა, ფაილების ნაწილს სახლის კომპიუტერში ინახავს, ნაწილს – ონლაინვე, ნაწილს კი – სამსახურის კომპიუტერში. ამ ბოლოს ერთ დიდ პროექტზე მუშაობდა და ათი დღეა თვალით არ გვინახავს, კვირას დაგვირეკა, მოვრჩი მუშაობას და შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ, მოკრძალებულად, კარგად უნდა გამოვიძინო, ხვალ დილით პროექტი უნდა წარვადგინოო. დარეკვიდან მაქსიმუმ ნახევარ საათში მასთან ვიყავით. ზოგმა ტკბილეული წავიღეთ, ზოგმა – თხილი, ზოგმაც გამზადებული ყავა ერთჯერადი ჭიქებით და ჩავმწკრივდით:
– აბა, აჩიკო, გვაჩვენე!
აჩიკო, წარმატებული სპექტაკლის შემდეგ, სცენაზე ოვაციების თანხლებით გამოსული რეჟისორივით წელშიგამართული, და ორივეხელგაშლილი მიუახლოვდა კომპიუტერს, მაქსიმალურად გრაციოზული მოძრაობით ჩართო და… არ ირთვება. შავ ეკრანზე რაღაც წარწერები თავისით გამოდის, ქრება და თავიდან გამოდის, მერე რაღაცას გვეკითხება, ისე, რომ თანხმობას და უარჰყოფას არ ელოდება, ისევ თავიდან რაღაცას გვწერს, ვერც წაკითხვას ვასწრებთ, ვერც თარგმნას.
–რეზერვი არ გააკეთე? – ერთხმად მივუტრიალდით ფერდაკარგულ აჩიკოს.
–არა, საღამოს ვაპირებდი.
უკვე 16 საათია, ხვალ დილით პროექტი უნდა ჰქონდეს მზად შეხვედრაზე მისატანად, ათი დღის ნაშრომია, უზარმაზარი ნამუშევარი და ეს ამხელა შრომა და ამოდენა ნახაზები, ამ პატარა ყუთშია, რომელიც ახლა არ ირთვება. როგორმე ამ ყუთიდან უნდა გამოვიტანოთ. გვახსოვდა, რომ ერთხელ, ზაზამ დედამისის კომპიუტერი დაშალა გასაკეთებლად, მაგრამ დროულად გაგვახსენდა, რომ ნაწილები მორჩა და ვერ ააწყო.
ხელოსანი გვჭირდება, მაგრამ უბრალოდ ხელოსანი კი არა, ისეთი ხელოსანი, რომელიც მხოლოდ კომპიუტერს კი არ აამუშავებს, არამედ, იმ დიდ ნახაზებსაც გამოიტანს ამ პატარა ყუთიდან.
ერთს დავურეკეთ და კვირას არ ვმუშაობო, მეორემ – შეკვეთაზე ვარო, მესამე ქალაქიდან იყო გასული, მეოთხეს ნომერი ვერ ვიპოვეთ და მეხუთე ზაზას გაახსენდა, მაგრამ დარეკვა რომ დააპირა, ნომერს დაეწერა: – არასოდეს დაურეკო, – და კი ვერ გაიხსენა რატომ, მაგრამ უკვე საეჭვო იყო.
ამ დროს, თაკომ პოსტი დამილაიქესო და რა დროს ლაიქიაო, უნდა გვეთქვა, რომ ერთხმად გაგვახსენდა – ინტერნეტი. ეგაა, ინტერნეტში უნდა ვიპოვოთ ადამიანი, ვინც ვინდოუსს ისე გადააყენებს, რომ ფაილებს არ დაგვიკარგავს.
მალევე ვიპოვეთ საიტი, სადაც ათობით განცხადება დაგვხვდა, თბილისში გინდა, ბათუმში, თუ ქუთაისში, ყველა ქალაქიდან შეგიძლია გამოიძახო, ორშაბათსაც და კვირასაც, დილითაც და საღამოთიც, იანვარშიც და ივნისშიც და თან, განცხადებების ქვემოთ, იმ ადამიანების კომენტარებია, რომლებმაც უკვე ისარგებლეს მათი მომსახურებით, ეს დამატებითი ბონუსია, პრაქტიკულად, განცხადებებს რეკომენდაციებიც ახლავს მომხმარებლების.
კიდევ ერთი ბონუსია – ფასი. რაკი ბევრი განცხადება ერთ საიტზეა თავმოყრილი, ფასითაც შეგიძლია აარჩიო, თუმცა, ამჯერად, ნებისმიერ ფასს გადავიხდიდით.
სიმართლე რომ გითხრათ, სწორედ კომენტარით შევარჩიეთ ვინდოუსის ერთი ხელოსანი, დავურეკეთ და შიშით ავუხსენით რა ჭირი გვჭირდა. ვკითხეთ, თუ დაგვეხმარებოდა იმ პატარა, შავი ყუთიდან დიდი ნახაზების გამოტანაში და გაეღიმა, დაგვპირდა, რომ მალე მოვიდოდა.
მართლაც მალე მოვიდა და ვინდოუსი გასაყენებელიო რომ გვითხრა, აჩიკომ, – დავიღუპე, ფაილები წამეშლებაო, – ესღა თქვა და ის იყო ფერდაკარგულს უკვე ხელს ვაშველებდით, რომ არ წაქცეულიყო, როცა ხელოსანმა, ჯერ განახლებას ვცდიო.
განახლება, თუ ინსტალაცია?
იცოდით, რომ ვინდოუსის განახლებაც შესაძლებელია? – თან საკმაოდ მოკლე დროში, მკვეთრად არაფერს ცვლის, მხოლოდ ახალი ფუნქციები ემატება, შეცდომები, რომელთა გამოც ვინდოუსი აღარ მუშაობს, ან ცუდად მუშაობს, მეტ–ნაკელბად გამოსწორდება და ზოგადი პარამეტრები უცვლელი რჩება – ერთი შეხედვით, ფაილები და პროგრამები თავის ადგილზეა და მზადაა გამოსაყენებლად. ფორმალურად ასეა, განახლებისას ფაილები უცვლელად უნდა დარჩეს, თუმცა, დაზღვეული დაზიანებისგან, ან დაკარგვისგან, არ ხარ. ეს განახლების ერთ–ერთი უარყოფითი მხარეა.
ცხადია, განახლება ვერ ცვლის ვინდოუსის გადაყენებას, რადგან გარდა ფაილების დაკარგვის რისკისა, კიდევ რამდენიმე ნაკლი აქვს: შეუთავსებლობა პროგრამებთან, გარკვეული მონაცემების დაკარგვა, შემცირებული პროდუქტიულობა, გარდა ამისა, ზოგმა აპლიკაციამ განახლების შემდეგ, შესაძლოა, საერთოდ არ იმუშაოს.
რაც შეეხება ვინდოუსის ხელახალ ინსტალაციას, ამ შემთხვევაში, წარუმატებლობის ალბათობა მინიმალურია, თუ ხელოსანს შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება აქვს.
ვინდოუსის გადაყენებასაც აქვს ცხადია უარჰყოფითი მხარეები, თუმცა, არც ისეთი ფატალური – მაგალითად, შედარებით რთული და შრომატევადი პროცესია, მეტ დროს მოითხოვს და იკარგება ინფორმაციის გარკვეული ნაწილი, სწორედ ამიტომ, ასეთი ფაილები წინასწარ უნდა იქნეს დარეზერვებული.
შესაბამისად, თუ ვინმე დამისვამს ახლა კითხვას – ვინდოუსის განახლება, თუ ხელახალი ინსტალაცია? – ცალსახად შემიძლია ვუპასუხო, რომ თუ უკვე პრობლემურად და შენელებულად მუშაობს კომპიუტერი, თუ ზოგჯერ შეშდება გამოსახულება, ან ეკარგება ხოლმე ხმა, სჯობს, ვინდოუსის გადაყენება, რადგან, ჯერ ერთი, განახლებით, ამ პრობლემებს დიდად არაფერი ეშველება და მეორეც, თუ ეშველება, მხოლოდ მცირე დროით, რამდენიმე დღეში, ისევ მომიწევს, ალბათ, ხელოსნის გამოძახება. თუმცა, ვინდოუსის განახლება იდეალური მაშველი რგოლია გაჭედილი, გაშეშებული კომპიუტერიდან ფაილების შენახვასა და შემდგომში უკვე ვინდოუსის გადაყენებას შორის და სწორედ, ეს მეთოდი გამოიყენა ხელოსანმა ამ შემთხვევაშიც. ის დიდი ნახაზები, იმ პატარა ყუთიდან გადმოვწერეთ კიდეც, ონლაინაც შევინახეთ და ყველასაც გადავუგზავნეთ ფოსტაზე, თავის დასაზღვევად.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ, განახლება კი კარგია, მაგრამ არა იდეალური და ვინდოუსის ხელახალი ინსტალაცია კი სულაც არ არის საშიში, თუ პროფესიონალი გემსახურება, მთავარი არ დაგავიწყდეს უთხრა, რა პროგრამები გჭირდება, რა ფაილები უნდა შეინახოს, რა ფუნქციების ჩართვა გჭირდება.
5 მიზეზი, რის გამოც ვინდოუსი უნდა გადააყენო
უკვე „მკვდარ“ ვინდოუსს რომ არაფერი შველის, ეგ ხომ ვიცით და ვგონებ, უმრავლესობა ცნობთ უკვე კიდეც „მკვდარ“ ვინდოუსს და იცით, რომ ხელოსანი უნდა გამოიძახოთ, მაგრამ სანამ პრობლემა ასე უდროოდ დაგატყდებათ თავს, არ სჯობს მანამდე გადააყენოთ ვინდოუსი? არ სჯობს დაზღვეული იყო ბოლომდე საფრთხეებისგან? რატომ უნდა დაელოდო, როდის გაშავდება ეკრანი მთლიანად, როდის ვეღარ ჩართავ? თან შესაძლოა, სწორედ მაშინ გიმტყუნოს, როცა მეგობრები ონლაინ ხართ შეკრებილნი სათამაშოდ, ან როცა გადაუდებელი საქმე გაქვს მოსაგვარებელი და დისკომფორტის გარდა, ფინანსური ზიანი მოგაყენოს.
ამიტომ, ახლა იმათთვის, ვისი კომპიუტერიც ჯერ არ გაჭედილა, ჯერ არ გაშეშებულა, ვისი ვინდოუსიც ჯერ არ „მომკვდარა“ – 5 მიზეზი, რის გამოც ვინდოუსი უნდა გადააყენო:
მიზეზი 1:
თუ უკვე დიდი ხნის დაინსტალირებულია, თვეების, წლების განმავლობაში ვინდოუსმა დააგროვა უამრავი არასაჭირო მონაცემი, რაც, პრაქტიკულად ნაგავია. ამ შემთხვევაში, არანაირი შედეგი განახლებას არ მოაქვს და უმჯობესია, ვინდოუსის გადასაყენებლად ხელოსანს დაუკავშირდე.
მიზეზი 2:
გარკვეული დროის მონაკვეთში, ვინდოუსი თუ პროგრამები განახლებას გვთხოვს და ვთანხმდებით ხოლმე, ზოგერ ეს განახლებები ერთმანეთს ცუდ დროს და ცუდად ემთხვევა და ეს კომპიუტერის შენელებული მუშაობის მიზეზი ხდება. ამიტომაც, თუ კომპიუტერი მუშაობას შეანელებს, როგორც წესი, მიზეზის ძებნას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ვინდოუსის ხელახალ ინსტალაციას.
მიზეზი 3:
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე Windows–ი ძნელია ვირუსით დააინფიცირო, დავირუსება მაინც ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ზოგჯერ დაცვა არ მუშაობს კარგად, ზოგჯერ კი, დაცვის მცირე დროით გამორთვაც კი საკმარისია დასავირუსებლაც. კომპიუტერული ვირუსები სისტემურ ფაილებს აზიანებს, რაც იწვევს ვინდოუსის არასწორ ფუნქციონირებას, არასტაბილურობას. როგორც კი ვირუსის ნიშნებს შეამჩნევ, ნუ გარისკავ, მიმართე სპეცილიასტს და უთხარი ვირუსებზეც, რათა გაფრთხილდეს და დარწმუნდეს, რომ ფაილებში, რომლებსაც ინფიცირებული ვინდოუსიდან ახალში გადმოიტანს, არ არის ვირუსები.
მიზეზი 4:
ვინდოუსს ხელახლა ინსტალაცია სჭირდება, როდესაც კომპიუტერის კონფიგურაცია იცვლება, მაგალითად, როდესაც შეცვალე დედაპლატა, პროცესორის კომბინაცია.
მიზეზი 5:
კომფორტი – მინდა დალაგებული, სუფთა ვინდოუსი, გამართული სისტემით, პროგრამები ყველა საჭირო განახლებით – რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო?
კიდევ ათობით მიზეზია, რატომაც უნდა დააინსტალირო ვინდოუსი ხელახლა, მაგრამ საბაზისო ეს ხუთია და თუ იმასაც იკითხავ, მაინც რა პერიოდში ერთხელ სჯობს ვინდოუსის გადაყენება, გეტყვი, რომ გააჩნია, ვინ როგორ, რა სიხშირით, რისთვის იყენებს, ოპტიმალურია, წელიწადში ერთხელ, თუმცა, მე პირადად, 6 თვეში ერთხელ ვუკავშირდები სპეცილიასტს, რათა, გამიწმინდოს, გამისუფთაოს, გამიახლოს და კომენტარის დატოვებაც არ მავიწყდება მისი განცხადების ქვემოთ, რადგან, ვიცი, ჩემი კომენტარიც ისევე გამოადგება სხვას, როგორც მე გამომადგა თავის დროზე, კმაყოფილი კლიენტის რეკომენდაცია.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება