რამდენ წელს მომისჯიან, მნიშვნელობა არ აქვს – ვეფხვია კასრაძე

დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, განაცხადა:
,,მე მინდა სიმართლე დადგინდეს, ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ სამართლიან ქვეყნად ვაქციოთ.
რამდენ წელს მომისჯიან, მნიშვნელობა არ აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯები. რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემ ქვეყანას, მე მზად ვარ, გავიღო და ამისთვის არაერთხელ ვყოფილვარ მზად და დღესაც მზად ვარ.
სანამ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად, სამართლიან ქვეყნად არ იქცევა, მანამდე ვიბრძოლებ კანონიერად, სამართლიანად.“