Tesla-მ მიმდინარე თვეს თავისი ელექტროპიკაპის ყველაზე იაფი ვერსიის, Cybertruck-ის გაყიდვა შეწყვიტა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებელია.
აღსანიშნავია, რომ Cybertruck-ის მიმართ ინტერესი თანდათან მცირდებოდა. პიკაპის კონცეფცია კომპანიამ 2019 წელს წარადგინა, ხოლო სერიული წარმოება 2023 წლის ბოლოს დაიწყო. მაშინ კომპანიამ მილიონი წინასწარი შეკვეთის შესახებ განაცხადა და წელიწადში 250 000-მდე ავტომობილის წარმოებას გეგმავდა. თუმცა 2024 წელს Tesla-მ დაგეგმილზე მხოლოდ მცირე ნაწილი გამოუშვა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს ამ მაჩვენებელს გადააჭარბოს.
მიზეზები კომპლექსურია. კერძოდ, Cybertruck, როგორც პიკაპი, არც თუ ისე პრაქტიკული და მსგავს ბრენდებთან შედარებით ძვირია. ამასთან, მოდელი სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის გამო რვაჯერ გაიწვიეს უკან. აღნიშნული მოდელი გაიწვიეს არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიო ბაზრებიდან.
მართალია, Tesla-ს ბრენდი საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა თავად მოდელი Cybertruck-ი, ნაკლებად. საქართველოს საქსტატის ავტომობილების სტატისტიკის პორტალის ბოლო მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სულ 1 609 Tesla მოძრაობს, აქედან მოდელი Cybertruck მხოლოდ 6 ერთეული.
TESLA CYBERTRUCK სხვადასხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, 60 000 დოლარს აღემატება.