რამდენ ადამიანს უსმენენ და უთვალთვალებენ სასამართლოს ნებართვით

2023 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 859 შუამდგომლობა, რომელთა 87% (744) სრულად დაკმაყოფილდა, 9% (80) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4% (35) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ანგარიშს საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური აქვეყნებს, სადაც საუბარია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის 2023 წლის სტატისტიკაზე.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს მოსმენაზე ჩართული პირების რაოდენობა 51-ით გაიზარდა, რაც წარდგენილი განცხადებების გაზრდილი დაკმაყოფილებების პროცენტით არის განპირობებული, რადგანაც სასამართლომ 2022 წელს შესული 1,077 განაცხადის 75%, ანუ 808 განცხადება დააკმაყოფილა.
„2023 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 228 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 87% (198), არ დაკმაყოფილდა 4% (8), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 9% (22).
2022 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 288 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 71% (204), არ დაკმაყოფილდა 8% (23), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21% (61).
2023 წელს ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების შესახებ სასამართლომ განიხილა 1022 შუამდგომლობა, რომელთაგან 93% (952) სრულად დაკმაყოფილდა, 6.5% (66) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 0.4% (4) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2022 წელს ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების შესახებ სასამართლომ განიხილა 888 შუამდგომლობა, რომელთაგან 91% (811) სრულად დაკმაყოფილდა, 8% (68) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 1% (9) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.