რამდენს ხარჯავენ ევროპის ქვეყნები საგარეო დახმარებაზე – ლიდერი ნორვეგიაა

უცხოური დახმარება მნიშვნელოვანია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. ოფიციალური განვითარების დახმარება (ODA) არის დახმარება, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებას კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა , განათლება და ინფრასტრუქტურა.
გაერო მოუწოდებს მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს, გაიღონ თავიანთი მთლიანი ეროვნული შემოსავლის (GNI) 0,7% უცხოური დახმარების სახით. თუმცა, ამ მაჩვენებელს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოავლინა ქვეყნები, რომლებიც ყველაზე გულუხვები არიან.
ნორვეგია: 1.09%
ნორვეგია თავისი შემოწირულობებით სხვა ქვეყნების მიმართ, ლიდერობს. 2023 წელს მან შემოსავლის 1.09% (5,55 მილიარდ დოლარი) მისცა სხვა ქვეყნებს და მას შემდეგ მაჩვენებელი არ შეცვლილა.
OECD-ის თანახმად, მისი საგარეო დახმარების პოლიტიკა, როგორც წესი, ფოკუსირებულია სურსათის უსაფრთხოებაზე, კლიმატზე, ჯანმრთელობაზე, უთანასწორობაზე და სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე.
ლუქსემბურგი: 0.99%
პატარა ლუქსემბურგს ჰყავს მხოლოდ 659 000 მოსახლე, მაგრამ ის მსოფლიოში მეორე ყველაზე გულუხვი ქვეყანაა GNI-ს პროცენტული მაჩვენებლით.
უცხოური დახმარების თვალსაზრისით, ის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0,99%-ს გასცემს. ეს არის 580 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი.
შვედეთი: 0.93%
2023 წელს შვედეთმა გაიღო თავისი მთლიანი შემოსავლის 0,93%, ანუ 5.62 მილიარდი აშშ დოლარი. ძირითადი დახმარება უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდა.
გერმანია: 0.82%
გერმანია ხარჯავს დაახლოებით 37.9 მილიარდ აშშ დოლარს საგარეო დახმარებაზე. ამ მაჩვენებელს ქვეყანამ პირველად 2016 წელს მიაღწია.
: 0.73%
დანია მთლიანი შემოსავლის 0,73% -ს გასცემს სხვა ქვეყნების დასახმარებლად, რაც 3.06 მილიარდი დოლარის ქვივალენტია. მისი საგარეო დახმარების დიდი ნაწილი მიდის აფრიკის ღარიბ ქვეყნებში, თუმცა მან ასევე შექმნა დახმარების ფონდი უკრაინისთვის.
ირლანდია: 0.67%
2023 წელს ირლანდიამ უცხოური დახმარების სახით 2.82 მილიარდი დოლარი გასცა, რაც მისი მთლიანი შემოსავლის 0,67%-ია.
ქვეყანა ძირითადად ლტოლვილებს ეხმარება.
ნიდერლანდები: 0.66%
უცხოური დახმარების წილი ნიდერლანდებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეამცირა. თუმცა, მაჩვენებელი მაინც შთამბეჭდავია და 7.36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ დახმარების სახით ქვეყანა ისევ გასცემს 8 მლრდ დოლარამდე წელიწადში.
თურქეთი: 0.62%
თურქეთმა თავისი შემოსავლის 0,62%, რაც 6.84 მილიარდი დოლარის ექვივალენტია, სხვა სახელმწიფოებზე დახარჯა.
მისი ძალისხმევის დიდი ნაწილი ორიენტირებულია აფრიკაზე.
შვეიცარია: 0.6%
შვეიცარია საგარეო დახმარებაზე მთლიანი შემოსავლის 0.6% -ს გაცემს, რაც დაახლოებით 5.22 მილიარდი აშშ დოლარია. 2023 წელს, თავშესაფრის მაძიებელთა შიდა ხარჯებს, ქვეყნის დაახლოებით 28% მოხმარდა.
დიდი ბრიტანეთი: 0.58%
პანდემიის მძიმე ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ შეამცირა საგარეო დახმარება და 2027-29 წლამდე 0.58%-ით განსაზღვრა. თუმცა, 2023 წელს ლონდონის დახმარებამ მაინც გადააჭარბა ზღვარს და შეადგინა 19.07 მილიარდი დოლარი.
დიდი ბრიტანეთის დახმარების პირველი სამი მიმღები არიან , ეთიოპია და ავღანეთი.
წყარო: lovemoney.com bpn.ge