რამდენს გამოიმუშავებენ პარასპორტსმენები პარიზის პარალიმპიადაში მოპოვებული მედლებისთვის?

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურმა თამაშებმა სტარტი 28 აგვისტოდან აიღო. სხვადასხვა სინჯის მედლების მისაღებად 23 სხვადასხვა დისციპლინაში 4400 პარასპორტსმენი იასპარეზებს, ოლიმპიადის დახურვის ცერემონია კი 8 სექტემბერს გაიმართება.
ისევე როგორც ოლიმპიადის შემთხვევაში, პარალიმპიადის საერთაშორისო კომიტეტი შეჯიბრებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს პრიზის სახით თანხას არ გადასცემს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანა მედლის მფლობელ ათლეტებს სხვადასხვანაირად აჯილდოებს.
პარალიმპიადის ეროვნულ კომიტეტებზე, სპორტულ ასოციაციებსა და ლოკალურ ანგარიშებზე დაყრდნობით, პარასპორტსმენები ყველაზე მეტს სინგაპურში გამოიმუშავებენ, ყველაზე ნაკლებს კი – ავსტრალიაში.
ჩამოთვლილი ქვეყნების უმრავლესობა საკუთარ პარასპორტსმენებს იმავე ოდენობის თანხით ასაჩუქრებს, რაც პარიზის ოლიმპიადის მედალოსნებმა მიიღეს. თუმცა მაგალითად, იაპონიაში, პარალიმპიელი ოქროს მედალოსნები იმაზე 2 მილიონი იენით ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულებმა მიიღეს.
ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ჰონგ-კონგისა და სინგაპურის პარალიმპიური კომიტეტების მიერ გაცემულ საპრიზო თანხებშია. მართალია, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადის შემდეგ ჰონგ-კონგში პრიზიორთა ჯილდო თითქმის გაორმაგდა, ის კვლავ ჩამორჩება ოქროს მედალოსნების მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებულ ბონუსებს.
სინგაპურის პარასპორტსმენები კი ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვების შემთხვევაში კომიტეტისგან ზუსტად იმის ნახევარს მიიღებენ, რაც ოლიმპიადის მონაწილეებმა გასულ თვეს. როგორც სინგაპურის მინისტრი განმარტავს, საპრიზო კატეგორიებში განსხვავება ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებზეა დამოკიდებული, რომელთა დაფინანსება და სპონსორები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
საქართველოს მთავრობის მიერ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობა მილიონ ლარს აღწევს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნებმა კი, შესაბამისად, ნახევარი მილიონი და 250 ათასი ლარი მიიღეს. ამასთან, ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც მედალი არ მოუპოვებია, მთავრობისგან 50 ათასი ლარი გადაეცა. ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა იგივე პრემია პარალიმპიური გუნდის წევრებზეც.
წყარო: BM.GE