რამდენმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი – KSE-ს კვლევა

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მხოლოდ 372 გლობალური კომპანია მთლიანად გავიდა რუსული ბაზრიდან. ამის შესახებ ს ეკონომიკის სკოლის ყოველთვიურ კვლევაშია ნათქვამი.
KSE ინსტიტუტმა 62-ე ყოველთვიური კვლევა SelfSanctions პროექტის ფარგლებში ჩაატარა, რომელიც ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ტარდება.
მკვლევრები აგროვებენ ინფორმაციას უცხოური კომპანიების შესახებ, რომლებიც მუშაობენ, ზღუდავენ ან წყვეტენ თავიანთ საქმიანობას რუსეთის ბაზარზე.
აღნიშნულია, რომ კომპანიების მხოლოდ 10%-მა ან იმ კომპანიების 26,4%-მა, რომლებმაც შემოსავალი მიიღეს რუსეთში 2022 წელს, მთლიანად დატოვა რუსეთში ბიზნესი. კიდევ 32.5%-ს ბაზრიდან გასვლის განზრახვა აქვს.
გასულ თვეში, Inditex-ის ბიზნესი, რომელიც ფლობს ბრენდებს Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear და Stradivarius, რუსეთში მთლიანად ლიკვიდირებული იყო. IKEA-მაც დატოვა რუსული ბაზარი და გაყიდა თავისი ბიზნესი.
რამდენი კომპანია მუშაობს ჯერ კიდევ რუსეთში?
ამ დრომდე 2150 საერთაშორისო კომპანია მუშაობს და არ აპირებენ რუსეთის ბაზრის დატოვებას. ეს იმ კომპანიების 57,5%-ია, რომლებიც KSE-ს ბაზაშია.