რამდენი ხანი იქნება ევროკავშირის კარი ღია საქართველოსთვის – ს პასუხი

ევროკავშირის ელჩი, ამბობს, რომ იმ შანსის დაკარვა, რომელსაც ახლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სახით აქვს, ისტორიული შეცდომა იქნება. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შეეხებოდა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა იკითხა, „რამდენი ხანი იქნება ევროკავშირის კარი ღია საქართველოსთვის“ და „რამდენად ახლოს არის საქართველო იმ წერტილთან, როცა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის გაფართოებაში“?
„[ევროკომისარმა კოსმა] ახსენა ოთხი ქვეყანა კონკრეტული თარიღების მითითებით ევროკავშირის შემდგომი გაფართოების კონტექსტში. მას, სამწუხაროდ, არ უხსენებია საქართველო გაფართოების შემდეგი ეტაპის ფარგლებში.
თქვენი კითხვა იყო, არის თუ არა ძალიან გვიან. ჩემი პასუხია, არასდროს არის ძალიან გვიან.
მას შემდეგ, რაც ვიცხოვრე და გავიცანი ქართველები, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება სურვილი, იქნება ამის მიღწევის საშუალება. რა გვაკლია ახლა?! – მზადყოფნა, სურვილი.
მე იმედი მაქვს, რომ კვლავაც არსებობს შანსი საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი შემდეგი გაფართოებით. იმ შემთხვევაშიც, თუკი ასე არ მოხდება იმ ტრაექტორიიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამად აიღო, შემდეგი გაფართოება არ იქნება უკანასკნელი გაფართოება.
ასე რომ, კვლავაც იქნება იმედი მომავალში. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რა რთულად იბრძოლეს საქართველოს თაობებმა, რომ ამ მომენტისთვის მიეღწიათ. როგორ იბრძოდა საქართველოს მოსახლეობა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
ამ შესაძლებლობის დაკარგვა იქნება შეცდომა“, – თქვა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…