რამდენი ქიმიკოსია სუსში და რა ნიშანზე სწავლობდა მდინარაძე ქიმიას?

BBC-ის სკანდალის ირგვლივ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა სესიაზე კენჭისყრის დროს დაბლოკა.
მაგალითად, ნინო წილოსანი თვლის, რომ დეპუტატებს არ აქვთ კომპეტენცია ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებით და რომ სუსს მეტი კომპეტენცია აქვს, ამიტომ სუსის გამოძიების დასკვნას უნდა ენდოს პარლამენტი სრულად. რამდენი ქიმიკოსი მუშაობს სუსში, წილოსანს ეს არ უთქვამს, ისევე როგორც არც ის, რა ნიშანზე სწავლობდა ქიმიას მამუკა მდინარაძე, და თუ სხვებს ქიმიური ნაერთების ცოდნის კომპეტენციას უწუნებს, რის საფუძველზე დაასკვნა, რომ სუსი ამაში ძლიერია?
რეალურად კი, ადამიანების მოწამვლის საკითხის შესწავლას ქიმიის ცოდნა არ სჭირდება, საკმარისია შეისწავლო კანონი, რომელიც განსაზღვრავს რა შეიძლება გამოიყენო, რასთან ერთად, რამდენი, შემდგომ დოკუმენტაცია მასალების შესყიდვის, გამოყენების წესის, რეალური გამოყენების შესახებ ჩანაწერები, ნახო რამდენი იყო, რამდენი დარჩა, შეადარო ჩვენებები, თუკი არსებობს ასეთი, თუ არაა, მოითხოვო, დაკითხო ის პირები, რომლებიც უშუალოდ აზავებდნენ წყალს ქიმიური ნივთიერებებით და ბოლოს, გაეცნო საერთაშორისო პრაქტიკას, რათა ნახო, ამ კუთხით, სულაც კანონი ხომ არ გაქვს შესაცვლელი ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას