რამდენი ქალი მუშაობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსის მძღოლად?

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა გენდერული საკონსულტაციო პროგრამა.
აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
ავტობუსის მართვის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის 2023 წელსაც დაიგეგმა და 25 ქალმა გაიარა გადამზადება.
დღეისათვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე სულ 46 ქალია დასაქმებული.
ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ