„ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი“ ლიცენზირებული აქტივების მმართველმა კომპანია შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა“ დააფუძნა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეს ახალი ტიპის ფინანსური პროდუქტია, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს.
„საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციისთვის ეროვნულ ბანკში რამდენიმე ახალი განაცხადია შესული“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ოფიციალურად გახსნის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ფონდების აქტივები და მათი რიცხვი მზარდია.
საინვესტიციო ფონდების რეესტრში შემდეგი ფონდებია დარეგისტრირებული:
· “აურუმ ინფექთ კაპიტალი”
· “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი”
· “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი 2”
· შპს “სტარბრიჯი”
· ერთობლივი საინვესტიციო ფონდი “ალფა პლიუს აშშ დოლარის სახაზინო ობლიგაციების ფონდი”
· ერთობლივი საინვესტიციო ფონდი “ფორსაითის განვითარების ფონდი”
· სს “ბაობაბ კაპიტალი“
· ერთობლივი საინვესტიციო ფონდი “ევროს უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელი”
· სს ” ქეშ ფლას ქეფითალი”
· სს “გლობალურად დივერსიფიცირებული ობლიგაციების ფონდი”
· ერთობლივი საინვესტიციო ფონდი “უძრავი ქონების ფონდი ელისიუმი 1”
· სს “ფორსაით კაპიტალი”
· სს “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“
· შპს “გაზელ ფაინენს ჯორჯია”
· ერთობლივი საინვესტიციო ფონდი “რაშმორი“
რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიები შემდეგია:
· შპს “გალტ ენდ თაგარტ ესპივი 2”
· სს “ქაფითალ ქრაფთ”
· შპს “სტარგეიტი”
· შპს “ალფა პლიუს აქტივების მართვა”
· შპს „ელისიუმ ასეტ მენეჯმენტი“
· შპს “ფორსაით ინვესტმენტ გრუპ”
· შპს “თიბისი აქტივების მართვა”
· შპს “ნექსუს ასეტ მენეჯმენთ”.