“რამდენი უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე?” – ლორთქიფანიძე

🔴 რამდენი უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ბარიერის დადგენის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რისი მიღწევა გვსურს აღნიშნული ბარიერის დაწესებით.
მაგალითად, როდესაც თურქეთის ხელისუფლებას სურდა, რომ ქურთული მოსახლეობა გაერიყა პოლიტიკური სისტემისგან, საარჩევნო ბარიერად 10% დააწესა და ქურთული ძალები პარლამენტს მიღმა დატოვა; როდესაც პოლონეთში პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და წინასაარჩევნო ბლოკების ინსტიტუტის დასუსტება გადაწყვიტეს, დიფერენცირებული ბარიერი დააწესეს, პარტიებს პარლამენტში შესასვლელად 5% სჭირდებათ, ბლოკებს 8%. და ა.შ.
🔴 რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ბარიერი?
დღეს საქართველოს ზომიერი პლურალიზმი სჭირდება.
✅️ ზომიერი პლურალიზმი გამორიცხავს 10-15 პოლიტიკური პარტიის პარლამენტში ყოფნას.
✅️ ზომიერი პლურალიზმს ვერც ორი მსხვილი და ერთი მცირე პარტიით პარლამენტის დაკომპლექტების ტრადიციას ვუწოდებთ.
✅️ ზომიერი პლურალიზმი 4-5 პარტიის პარლამენტში საქმიანობას შეგვიძლია ვუწოდოთ.
🔴 რამდენპროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში 4-5 პარტიის შესვლას?
ზუსტი პასუხი არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ გამოცდილებას, 1995 წლიდან დღემდე ჩვენს ხელთ არსებულ ოფიციალურ მონაცემებს შეგვიძლია დავეყრდოთ. წინა კენჭისყრების შედეგთა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ზომიერი პლურალიზმის უზრუნველსაყოფად ყველაზე ოპტიმალური 3%-იანი ბარიერი იქნებოდა.
➡️ 1995 წელს 3%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში პარლამენტში სმკ-ის, აღორძინებისა და ედპ-ს გარდა ტრადიციონალისტები, სოციალისტები და კომუნისტები მოხვდებოდნენ. 1999-ში სმკ-ის, აღორძინებისა და მრეწველების გარდა მანდატებს ლეიბორისტები, ედპ და სახალხო პარტიაც მოიპოვებდნენ. 2004 წელს 3%-იანი ბარიერი ნაცებისა და მემარჯვენეების გარდა ლეიბორისტებმა და კოკო გამსახურდიას ხალხმაც გადალახეს, და ა.შ.
🔴 მოკლედ, საქართველოში ჩატარებულ კენჭისყრებში 3%-ის გადალახვას საშუალოდ 5 პარტია ახერხებს ხოლმე.
🔴 3%-იანი ბარიერი გადაულახავი ნიშნული არ არის ახლადშექმნილი პარტიებისათვისაც. ახალი პარტიების შექმნას კი მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს. დღეს, როდესაც ქართულ პოლიტიკაში კოლოსალურად არის გაზრდილი ფულისა და მედიარესურსების მნიშვნელობა, ახლადშექმნილ პარტიებს მიზერული შანსი მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ პარლამენტში აღმოჩენისა?
3% დაახლოებით 50 000-მდე ხმაა და ადამიანის გულისთვის კი იბრძოლებდა ოდესმე საქართველოს სოციალისტური პარტია ან მემარცხენე ფრონტი )))), 100 000 ნამეტანია.
🔴 ცხადია, “ქართული ოცნება” ბარიერს არ შეამცირებს. ეს ლოგიკურია. მას აწყობს, რომ კიდევ ერთი ცილკის განმავლობაში თითქმის მარტო დარჩეს ენმ-სთან ერთად.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციასაც არაფერი გაუკეთებია ბარიერის შესამცირებლად. შეუძლებელია ხელისუფლება კომპრომისზე წავიდეს ხალხთან, რომელსაც არ სურს მოლაპარაკებები, მხოლოდ ფეხებს აბაკუნებს და მისთვის ხელსაყრელი პირობების დაწესებას ითხოვს. მეორე მხარემ რომ დათმოს, შენც უნდა გადადგა შემხვედრი ნაბიჯი.
🔴 სამწუხაროდ, ამ პოსტში მხოლოდ რაოდენობრივი პლურალიზმის მიღწევაზეა საუბარი. ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია იდეური მრავალფეროვნება. 2020 წლის არჩევნებზე ბარიერი არ გვქონდა, მაგრამ მაინც მხოლოდ ნეოლიბერალური ხედვების მქონე პარტიები შეეყარნენ პარლამენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება