რამდენი უნდა იყოს პენსია – ლარს გააჩნია რა კურსი აქვს, თორემ ისე 10 ათასი იყოს, რა პრობლემაა – იაგო ხვიჩია

„რამდენი უნდა იყოს პენსია – ლარს გააჩნია რა კურსი აქვს, თორემ ისე 10 ათასი იყოს, რა პრობლემაა,“ – ამ განცხადებას „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აკეთებს.
როგორც ხვიჩია ამბობს, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს როგორ გაანაწილებს პენსიას, მისცემს უფრო მეტს იმას, ვისაც უფრო უჭირს, თუ ახლანდელი მოდელი იქნება – პენსია ყველასთვის თანაბარი ოდენობით.
რამდენი უნდა იყოს პენსია – ლარს გააჩნია რა კურსი აქვს, თორემ ისე 10 ათასი იყოს, რა პრობლემაა, ერთი ნული ხომ არ გვენანება, მაგრამ შინაარსობრივად, ქართული ოცნების პირობებში, რა არგუმენტიც ლელოს ამ დასაბუთებას უდევს, ის, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, რეალური ეკონომიკური ზრდა 10-ჯერ უკეთესად ვცხოვრობთ?
პენსია თუ სოციალური დახმარებაა, მაშინ ყველას თანაბრად რატომ ვეხმარებით? პენსიონერების ნახევარზე მეტი ცხოვრობს უფრო მდიდარ ოჯახებში, ნახევარზე ნაკლები ცხოვრობს უფრო ღარიბ ოჯახში, ცხოვრების პირობებს ცხოვრების ხანგრძლივობაზე გავლენა აქვს.
ის ქვედა ზღვარში ვინც არის იმას რომ დაეხმარო, ხომ უფრო მორალური და სწორია? ადამიანებს პენსიის იმედი კი არ უნდა ჰქონდეთ, ისეთი სისტემა უნდა მოვაწყოთ ქვეყანაში, მათ შორის უპატრონო ქონების გადანაწილებით პენსიონერებზე და არაპენსიონერებზე, 100 ლარს კი არ ელოდოს, არამედ 10 ათასობით დოლარის ქონება, რომელიც უპატრონოა, ის მოიხმაროს, მე ეს მგონია პენსიონერების დახმარების პროგრამა,“ – ამბობს ხვიჩია. ,,ტვპირველი” https://www.alia.ge/ramdenad-realuria-1000-lariani-pensiis-dapireba-lelos-ganmarteba/