რამდენი საშაურმე დახურა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ?

2023 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში ქვეყნის მასშტაბით 404 სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა. კონტროლის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 19 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა – ამის შესახებ უწყება bm.ge-ის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში წერს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს შემოწმებულია 82 საშაურმე, რომელთაგანაც 3-ს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა დარღვევებისთვის უჩერდებათ ბიზნეს ოპერატორებს საწარმოო პროცესი, უწყება წერს, რომ მიზეზი, სხვადასხვა სახის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაა.
შეგახსენებთ, საქართველოში საშაურმის სტატუსით სულ 537 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა