საყოველთაო, სახალხო პროტესტი იმ წერტილამდე მივა, რომ ქვეყანაში იქნება საყოველთა დაუმორჩილებლობა, არ სჯეროდა ივანიშვილს, რომ მისი უტიფრობისთვის ეს მოხდებოდა, მაგრამ ხდება. რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ხალხის პროტესტი გაგრძელდება . პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი. გამარჯვება იქნება გარდაუვალი. არ ვსაუბრობთ დაკავებებზე, მითუმეტეს პოლიტიკოსების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლია ნიკა გვარამია. ხვალ შეიძლება სხვა იყოს, ზეგ შეიძლება სხვა იყოს. მაშინ, როდესაც 300–ზე მეტი ადამიანია დაკავებული და უმეტესობა უმოწყალოდ ნაცემი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხილვა უნდათ მომავალში. ეს არის ერთადერთი მოტივაცია, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი გამოდის. ამიტომ აქ, ვინ პოლიტიკოსი, ვინ ინჟინერი, ვინ მასწავლებელი აღარ არის. ყველანი ვართ თანასწორები, ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომელი პოლიტიკურ პარტიას დალუქავენ, ეს ოფისები უკვე პირობითია… ვისაც არ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესი უპირსპირდება ქართველ ხალხს, იმათთან კამათს აღარ ვაპირებთ, საბედნიერო, დიდი უმრავლესობა სწორად აფასებს და არამხოლოდ აფასებს, მოქმედებს. ეს ოლიგარქიული რეჟიმიც არ არის, კრიმინალური რეჟიმია.