2024 წლის 3 თვის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებიდან ჯამურად 155 მილიონი ლარის შემოსავლები მიიღეს, ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.5 მილიონი ლარით ნაკლებია.
ბანკების 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საკურსო სხვაობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შემდეგმა ბანკებმა მიიღეს:
საქართველოს ბანკი – 73.8 მილიონი ლარი (2023 წლის 3 თვეში 74 762 000 ლარი).
თიბისი ბანკი – 64 მლნ ლარი (2023 წლის 3 თვეში 62 463 4283 ლარი).
პაშა ბანკი – 3.5 მლნ ლარი (2023 წლის 3 თვეში 3 762 305 ლარი).
პროკრედიტ ბანკი – 3.1 მლნ ლარი (2023 წლის 3 თვეში 3 621 299 ლარი).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით მეტია.